ხეტყის უკანონო ჭრა: ოქტომბრის სტატისტიკა

© Department of Environmental Supervision of Georgiaხეტყის უკანონო გადატანა
ხეტყის უკანონო გადატანა - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 87 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველაზე მეტი - 22 დარღვევა გამოვლინდა იმერეთში. დანარჩენ რეგიონებში მდგომარეობა ასეთია: სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, შიდა ქართლი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 11, კახეთი - 10, ქვემო ქართლი - 6, მცხეთა-მთიანეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 1.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში". საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
მიმდინარე წლის ოქტომბრში ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 52 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
უწყების ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 911 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში" დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1429 კუბური მეტრი შეადგინა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს>>
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. „საქმიანი ეზოები" სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0