კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხუთი სამართალდარღვევა გამოვლინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამ-სამი ფაქტი ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა ლაგოდეხში და ერთი - სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილის, ლიფანისა და მუხის ხე-მცენარეებისგან ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადეს და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
ერთ სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე უკანონოდ მოპოვებული ვერხვის სახეობის 9 ერთეული მორი ჰქონდა განთავსებული.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღცევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტებია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0