თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის კვლევები იწყება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს შპს „საქაერონავიგაცია" იწყებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
სააგენტომ 230,5 ათასი ევროს ღირებულების სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვის უფლება უკვე მიიღო. თანხა მოხმარდება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა/გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებას, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების განსაზღვრას.
დაგეგმილია ვაზიანის აეროდრომის სახელსაწყო ფრენის პროცედურების და საჰაერო სივრცის (საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი (TMA), სამეთვალყურეო არე (CTR)) დაპროექტება/შემუშავება და სამომავლო ადზ-ს განლაგების (ორიენტაციის) შემოთავაზება ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
ასევე გეგმაშია სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების შესაბამისი მდებარეობის დადგენა; დაბრკოლებების კვლევა პროცედურების სწორი და უსაფრთხო დიზაინის უზრუნველსაყოფად.
ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა საქართველოს უსაფრთხოებას გააუმჯობესებს>>
სამუშაოები კონტრაქტზე ხელმოწერიდან შვიდ-რვა თვეში უნდა დასრულდეს.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
აეროპორტების მშენებლობაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება>>
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.
საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0