https://sputnik-georgia.com/20231107/swrafad-xsnis-msral-xvelas-uebari-naxarsis-recepti-284033278.html
სწრაფად ხსნის მშრალ ხველას: უებარი ნახარშის რეცეპტი
სწრაფად ხსნის მშრალ ხველას: უებარი ნახარშის რეცეპტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ ორგანიზმის სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის გრიპის, გაციებისა და სასუნთქი გზების... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T13:15+0400
2023-11-07T13:15+0400
2023-11-07T13:15+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284032650_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_2b441f0ec5e058181be1777007e7e121.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ ორგანიზმის სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის გრიპის, გაციებისა და სასუნთქი გზების ინფექციებისგან დაცვა შეძლოს, აუცილებელია მის გაძლიერებაზე ზრუნვა, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, არსებობს მცენარეები, რომლებიც არაჩვეულებრივად აძლიერებს იმუნიტეტს და, გარდა იმისა, რომ გრიპისა და გაციებისგან იცავს ორგანიზმს, ეფექტურად ხსნის მშრალ ხველას და ხელს უწყობს სწრაფ განკურნებასაც.გამოცემა Sabah-ის ექსპერტები გვთავაზობენ ბუნებრივი კომპონენტებით მომზადებული ნახარშის რეცეპტს, რომელიც „ხელის ერთი მოსმით“ უღებს ბოლოს გაციებას.სამკურნალო ნაყენითქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესიმალე შეატყობთ, რომ გაციების სიმპტომები სუსტდება. თუმცა მეტი ეფექტურობისთვის, კარგი იქნება, თუ ნახარშს ყოველდღე მოიმზადებთ და დალევთ.კიდევ ერთი სასმელი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა და უებარი — ეს ცაცხვის ჩაია.არ გამოტოვოთ: ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები>>ცაცხვი უნიკალური მცენარეა, რომელიც:როგორ მზადდება ცაცხვის ჩაიაადუღეთ ერთი ჭიქა წყალი, დაუმატეთ ცაცხვის გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების ნარევი — 1 ჩაის კოვზი. დაახურეთ თავზე და დააყოვნეთ 10 წუთი. ამის შემდეგ ჩაი უკვე მზად იქნება დასალევად.ყურადღება: ჰიპერმგრძნობელობისა და ალერგიისმქონეთათვის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ნახარშებისა და ნაყენების გადაჭარბებულმა მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.წყარო: Sahab
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284032650_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_be0a53582c65cd52a3670a3b71d27668.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ ორგანიზმის სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის გრიპის, გაციებისა და სასუნთქი გზების ინფექციებისგან დაცვა შეძლოს, აუცილებელია მის გაძლიერებაზე ზრუნვა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არსებობს მცენარეები, რომლებიც არაჩვეულებრივად აძლიერებს იმუნიტეტს და, გარდა იმისა, რომ გრიპისა და გაციებისგან იცავს ორგანიზმს, ეფექტურად ხსნის მშრალ ხველას და ხელს უწყობს სწრაფ განკურნებასაც.
გამოცემა Sabah-ის ექსპერტები გვთავაზობენ ბუნებრივი კომპონენტებით მომზადებული ნახარშის რეცეპტს, რომელიც „ხელის ერთი მოსმით“ უღებს ბოლოს გაციებას.
ქიშმიში — ერთი ჩაის ჭიქა,
გამხმარი ცაცხვის ფოთოლი — ერთი მწიკვი,
ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაყარეთ მასში ასკილი, კურაგა და ქიმიში. მოხარშეთ კარგად. შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ჩამატეთ ნახარშში დაფხვნილი ცაცხვი, დარიჩინი და მიხაკი.
მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს სარქველი და დატოვეთ ასე, სანამ არ გაცივდება.
დალიეთ ნახარში ძილის წინ.
მალე შეატყობთ, რომ გაციების სიმპტომები სუსტდება. თუმცა მეტი ეფექტურობისთვის, კარგი იქნება, თუ ნახარშს ყოველდღე მოიმზადებთ და დალევთ.
კიდევ ერთი სასმელი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა და უებარი — ეს ცაცხვის ჩაია.
ცაცხვი უნიკალური მცენარეა, რომელიც:
აძლიერებს იმუნურ სისტემას,
ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გრიპი და გაციება,
დიდ როლს ასრულებს ისეთი პრობლემების აღმოფხვრაში, როგორებიცაა ხველა, ბრონქიტი, შაკიკი, რევმატიზმი, უძილობა.
აქვს დამამაშვიდებელი ეფექტი,
ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას — აღკვეთს გულისრევას, მუცლის შებერილობას, შეკრულობას,
გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები,
ეხმარება ადამიანს სწრაფად დაძინებაში,
სასარგებლოა ჰიპერტონიისას — აღკვეთს არტერიული წნევის მატებას სტრესის მომენტში,
იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაავადებებისგან...
როგორ მზადდება ცაცხვის ჩაი
აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი, დაუმატეთ ცაცხვის გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების ნარევი — 1 ჩაის კოვზი. დაახურეთ თავზე და დააყოვნეთ 10 წუთი.
ამის შემდეგ ჩაი უკვე მზად იქნება დასალევად.
ყურადღება: ჰიპერმგრძნობელობისა და ალერგიისმქონეთათვის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ნახარშებისა და ნაყენების გადაჭარბებულმა მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.