https://sputnik-georgia.com/20231107/saqartvelosi-daxuli-teritoriebis-pirveli-samiti-mimdinareobs-284053262.html
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სამიტზე განიხილავენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელებს, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სისტემებს, ეკოტურიზმის... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T19:28+0400
2023-11-07T19:28+0400
2023-11-07T19:29+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284050506_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_516d7e106796701f24038b0b28959127.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, რომელიშიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.სამიტი 7-9 ნოემბერს ბორჯომში ტარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა. ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და პრეზენტაციებს.დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>საერთაშორისო სპიკერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩრდილო მაკედონიიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან, და კორეის რესპუბლიკიდან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში. განხილული იქნება ეროვნული პარკების დაცვის და კანონაღსრულების, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ფინანსური მდგრადობის, სისტემების და ტექნოლოგიების, ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284050506_170:0:1785:1211_1920x0_80_0_0_22706f1e26868415e2f511a87fa658e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს
19:28 07.11.2023 (განახლებულია: 19:29 07.11.2023) სამიტზე განიხილავენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელებს, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სისტემებს, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზებს.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა, რომელიშიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სამიტი 7-9 ნოემბერს ბორჯომში ტარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა. ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და პრეზენტაციებს.
საერთაშორისო სპიკერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩრდილო მაკედონიიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან, და კორეის რესპუბლიკიდან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში. განხილული იქნება ეროვნული პარკების დაცვის და კანონაღსრულების, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ფინანსური მდგრადობის, სისტემების და ტექნოლოგიების, ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები.