https://sputnik-georgia.com/20231107/dmanisis-merze-tavdasxmistvis-or-pirs-brali-waredgina-284048110.html
მოკვლის განზრახვით აედევნენ: დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
მოკვლის განზრახვით აედევნენ: დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T17:17+0400
2023-11-07T17:17+0400
2023-11-07T17:17+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გიორგი ტატუაშვილის მისამართით გასროლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.უწყების ცნობით, მომხდარში მონაწილე პირები საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდნენ, რის გამოც მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ.საგამოძიებოს უწყება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და ტარებას ედავება.დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს>>>შემთხვევა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.გამოძიება სსკ-ის19,109-(განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2020 წელს ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მოკვლის განზრახვით აედევნენ: დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გიორგი ტატუაშვილის მისამართით გასროლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, მომხდარში მონაწილე პირები საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდნენ, რის გამოც მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ.
საგამოძიებოს უწყება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და ტარებას ედავება.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
გამოძიება სსკ-ის19,109-(განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2020 წელს ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.