https://sputnik-georgia.com/20231101/dmanisis-yopil-mers-cecxli-gauxsnes-283892609.html
დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს
დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს
Sputnik საქართველო
დმანისის ყოფილი მერი მასზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T18:46+0400
2023-11-01T18:46+0400
2023-11-01T18:46+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836540_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4f524fa971a3c50ca847e5e98268152f.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გიორგი ტატუაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, ტატუაშვილის მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაისროლეს.დმანისის ყოფილი მერი ინცინდენტის დროს ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვაც. მანქანა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მიიმალნენ.გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2020 წელს ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283836540_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f6b258490f4ed94f06fd7d5588b56f88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს
დმანისის ყოფილი მერი მასზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გიორგი ტატუაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ტატუაშვილის მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაისროლეს.
დმანისის ყოფილი მერი ინცინდენტის დროს ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვაც. მანქანა ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მიიმალნენ.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2020 წელს ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.