https://sputnik-georgia.com/20231107/am-laqas-ver-camoirecxaven-ocneba-radikalur-opoziciaze-284053594.html
ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ: „ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციაზე“
ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ: „ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციაზე“
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე 8 ნოემბერს ელოდება 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T20:12+0400
2023-11-07T20:12+0400
2023-11-07T20:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის“ ქმედებები, მიმართული საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ისტორიაში დარჩება როგორც მათი პოლიტიკური ლაქა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიემგზავრებიან ბრიუსელში, რომ „ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“. მისი თქმით, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭოს გარკვეული დათქმებით, რომელთა შორის არის რუსეთის წინააღმდეგ საქნციების დაწესება.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.„მსგავსი მანკიერი დათქმების მოთხოვნა ყველაზე მეტად მაგონებს, როცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოდან მოსკოვში იგზავნებოდა ხოლმე დასმენები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მავნებელი ადამიანების საუკეთესო მემკვიდრეები და გამგრძელებლები არიან, მაგრამ თუ მაშინ გადაწყვეტილებებზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენდნენ ამ დასმენების ავტორები, დღეს ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასა და ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევდა.ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი >>ამის შესახებ პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების“* ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. იოზვიაკის თქმით, საქართველო „საბოლოო ჯამში“ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში, მაგრამ ეს გარკვეული პირობებით მოხდება. მან არ გამორიცხა, რომ ეს იქნება მათ შორის სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხი. იოზვიაკის თქმით, არსებული 12 რეკომენდაცია გადაიხედება და დაემატება ახალი პირობები. როგორც იოზვიაკმა აღნიშნა, თბილისს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს შემდგომ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.მანამდე ყველა მისი პროგნოზი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის გარშემო გამართლდა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: პაველ ჰერჩინსკის დადებითი დასკვნის იმედი აქვს>>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.რუსეთი ამასობაში საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს და რუსეთს შორის საქონელბრუნვა თითქმის 10%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტი 10,3%-ით გაიზარდა.საქართველო მოლოდინის რეჟიმში2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.მინისტრი: ჩვენ ვატარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას - არ ვივიწყებთ საკუთარ ინტერესებს >>ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ: „ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციაზე“
საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე 8 ნოემბერს ელოდება
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის“ ქმედებები, მიმართული საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ისტორიაში დარჩება როგორც მათი პოლიტიკური ლაქა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიემგზავრებიან ბრიუსელში, რომ „ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“. მისი თქმით, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭოს გარკვეული დათქმებით, რომელთა შორის არის რუსეთის წინააღმდეგ საქნციების დაწესება.
„რადიკალური ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ შევა ისტორიაში, როგორც მათი პოლიტიკური ლაქა და ამ ლაქას ისინი ვერ ჩამოირეცხავენ საკუთარი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რომელიც ისედაც დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
„მსგავსი მანკიერი დათქმების მოთხოვნა ყველაზე მეტად მაგონებს, როცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოდან მოსკოვში იგზავნებოდა ხოლმე დასმენები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მავნებელი ადამიანების საუკეთესო მემკვიდრეები და გამგრძელებლები არიან, მაგრამ თუ მაშინ გადაწყვეტილებებზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენდნენ ამ დასმენების ავტორები, დღეს ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასა და ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევდა.
ამის შესახებ პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების“* ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. იოზვიაკის თქმით, საქართველო „საბოლოო ჯამში“ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში, მაგრამ ეს გარკვეული პირობებით მოხდება. მან არ გამორიცხა, რომ ეს იქნება მათ შორის სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხი. იოზვიაკის თქმით, არსებული 12 რეკომენდაცია გადაიხედება და დაემატება ახალი პირობები. როგორც იოზვიაკმა აღნიშნა, თბილისს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს შემდგომ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.
მანამდე ყველა მისი პროგნოზი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის გარშემო გამართლდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
რუსეთი ამასობაში საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს და რუსეთს შორის საქონელბრუნვა თითქმის 10%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტი 10,3%-ით გაიზარდა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.