https://sputnik-georgia.com/20231106/evrokavsiri-saqartvelosgan-rusetistvis-sanqciebis-dawesebas-ar-itxovs-284019222.html
ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი
ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდული უწოდა საუბარს თბილისისთვის ამგვარი მოთხოვნების თაობაზე. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T18:09+0400
2023-11-06T18:09+0400
2023-11-06T18:09+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966186_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_597d5c1422c3c7e5fa6e9d037c176d86.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის საქართველოსგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასა და ეკონომიკურ კატასტროფას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთს არ დაუწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც მან აღნიშნა, ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი და არც ნატო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ითხოვს. „ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: პაველ ჰერჩინსკის დადებითი დასკვნის იმედი აქვს>>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. ამასთან, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 10%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 10,3%-ით გაიზარდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966186_231:170:1427:1067_1920x0_80_0_0_f0efee9bd83fb0ef086adad81d5be308.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდული უწოდა საუბარს თბილისისთვის ამგვარი მოთხოვნების თაობაზე.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის საქართველოსგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასა და ეკონომიკურ კატასტროფას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთს არ დაუწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები", - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი და არც ნატო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ითხოვს.
„ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ამასთან, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 10%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 10,3%-ით გაიზარდა.