https://sputnik-georgia.com/20231106/saqartveloshi-daculi-teritoriebis-samiti-chatardeba-284023294.html
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება
Sputnik საქართველო
სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T22:13+0400
2023-11-06T22:13+0400
2023-11-06T22:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/32/232083261_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_76dd98fba2a494df4a83d774b3450b11.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 7-9 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან სამიტზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა:ღონისძიება ორგანიზებულია ფონდ Global Conservation-ის მხარდაჭერით. დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>>საქართველოში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23208/32/232083261_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_782899bef47f94e6f0c1110ae5d7a347.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართება
სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 7-9 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
„ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან სამიტზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ, როგორიცაა:
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები;
ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები;
ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდ Global Conservation-ის მხარდაჭერით.
საქართველოში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.