საქართველოს ცაზე წითელი პოლარული ნათება გამოჩნდა - ულამაზესი მოვლენის ფოტოები

პოლარული ციალი საქართველოში
პოლარული ციალი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
ულამაზესი სანახაობა ყველაზე კარგად ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მოჩანდა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ძალზე იშვიათი და ულამაზესი სანახაობის მოწმე გახდა - 5 ნოემბერს საღამოს ცის ჰორიზონტი წითლად განათდა.
ამ უნიკალური მოვლენის მიზეზი მზეზე 3 ნოემბერს ძლიერი აფეთქება გახდა. მან დედამიწაზე 6 ნოემბერს მოაღწია. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და ასეთ პოლარულ ნათებას უწოდებენ „სამხრეთის ნათებას", ასევე „ავრორას".
პოლარული ნათება
Северное сияние в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
პოლარული ნათება
ეს მოვლენა განსაკუთრებულად კაშკაშა და ლამაზი იყო მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში „ავრორის" ფოტოები გამოაქვეყნეს რაჭიდან და სვანეთიდან.
პოლარული ციალი მაგნიტურ ქარიშხლებს უკავშირდება მზის ქარის დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთმოქმედების გამო. მზის ქარი დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, რომელსაც მზე სივრცეში აფრქვევს.
პოლარული ნათება
Северное сияние в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
პოლარული ნათება
როდესაც მაგნიტური ქარიშხალი ხდება, დედამიწის მაგნიტური ველი მზის ქარის ნაწილაკებს გზას უხსნის, ისინი იჭრება ატმოსფეროს ღრმა ფენებში, ეჯახება მის ნაწილაკებს და ატმოსფერო ნათდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0