https://sputnik-georgia.com/20231106/saqartvelo-didi-xania-atarebs-reformebs-evrokavsirisken-gzaze-darciasvili-284019741.html
საქართველო დიდი ხანია ატარებს რეფორმებს ევროკავშირისკენ გზაზე - დარჩიაშვილი
საქართველო დიდი ხანია ატარებს რეფორმებს ევროკავშირისკენ გზაზე - დარჩიაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია და პასუხს აგებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, აღნიშნა მინისტრმა. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T18:46+0400
2023-11-06T18:46+0400
2023-11-06T18:46+0400
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277713185_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0fa8509503aa6dd4e62ac5c9a9ccaff4.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების გატარება იმაზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობებს წაუყენებდნენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს სთხოვს გაითვალისწინონ ის რთული ვითარება, რაშიც საქართველო იმყოფება. „როდესაც ამის ფონზე ქვეყანა მსგავსი ტიპის მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი სურვილია და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის სურვილი და ჩვენ ეს დიდი მანდატი გვაძლიერებს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული", - განაცხადა დარჩიაშვილმა. ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.. კანდიდატის სტატუსი: თბილისში ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერაში დარწმუნებული არიან>>საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო. ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ევროკავშირი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/10/277713185_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_528b9853e827bc9f5feaa2ba4028e8c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო დიდი ხანია ატარებს რეფორმებს ევროკავშირისკენ გზაზე - დარჩიაშვილი
საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია და პასუხს აგებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების გატარება იმაზე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობებს წაუყენებდნენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინები ჰქონდეს. ქვეყანა უკვე წლებია რეფორმების დღის წესრიგით ცხოვრობს, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგში. ქვეყანა მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს სთხოვს გაითვალისწინონ ის რთული ვითარება, რაშიც საქართველო იმყოფება.
„როდესაც ამის ფონზე ქვეყანა მსგავსი ტიპის მასშტაბურ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიდი სურვილია და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროკავშირს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის სურვილი და ჩვენ ეს დიდი მანდატი გვაძლიერებს იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით..
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.