https://sputnik-georgia.com/20231106/programa-ganaxlebuli-regionebi-risi-gaketeba-moaswro-mtavrobam-284007152.html
პროგრამა „განახლებული რეგიონები": რისი გაკეთება მოასწრო მთავრობამ
პროგრამა „განახლებული რეგიონები": რისი გაკეთება მოასწრო მთავრობამ
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში უკვე გარემონტდა 730 შენობა, საიდანაც 40-ზე მეტი ისტორიული ან კულტურული ღირებულებისაა. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T09:48+0400
2023-11-06T09:48+0400
2023-11-06T09:48+0400
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/17/239121763_0:573:6016:3957_1920x0_80_0_0_b1be53326eef554f5015c8e07489785c.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშში. მთავრობის პროგრამა 5-წლიანია, მის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 ადგილი: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. პირველ ეტაპზე სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან უკვე დასრულდა მისი პირველი ეტაპი და კეთილმოეწყო და გაიხსნა 100-მდე პარკი და სკვერი, გაიხსნა 40 ჰექტარზე მეტი ფართობის დასვენების ახალი ზონები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. ასევე პროგრამის ფარგლებში გარემონტდა 730-ზე მეტი შენობა, საიდანაც 40-ზე მეტი ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. რაიონებში განაახლეს ტროტუარები, წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემები. პრემიერ-მინისტრმა რეგიონების რწმუნებულებს დავალებები მისცა>>გარდა ამისა, მთლიანად გარემონტდა სარკინიგზო სადგური აბაშაში, აშენდა ქობულეთის ბულვარი. „განახლებული რეგიონების" პროგრამა 2021 წლის აპრილში დაიწყო. ის ოთხ წელზეა გათვლილი. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების პროექტების დაფინანსებას გეგმავს. პროგრამის პირველი ეტაპი სახელმწიფოს 500 მილიონი ლარი დაუჯდა და საქართველოს 63 რაიონი მოიცვა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/17/239121763_654:0:6009:4016_1920x0_80_0_0_0763dd81b794762e5d75589cd1aec71c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველო
პროგრამა „განახლებული რეგიონები": რისი გაკეთება მოასწრო მთავრობამ
პროგრამის ფარგლებში უკვე გარემონტდა 730 შენობა, საიდანაც 40-ზე მეტი ისტორიული ან კულტურული ღირებულებისაა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშში.
მთავრობის პროგრამა 5-წლიანია, მის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 ადგილი: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. პირველ ეტაპზე სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
პროგრამის დაწყებიდან უკვე დასრულდა მისი პირველი ეტაპი და კეთილმოეწყო და გაიხსნა 100-მდე პარკი და სკვერი, გაიხსნა 40 ჰექტარზე მეტი ფართობის დასვენების ახალი ზონები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
ასევე პროგრამის ფარგლებში გარემონტდა 730-ზე მეტი შენობა, საიდანაც 40-ზე მეტი ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს. რაიონებში განაახლეს ტროტუარები, წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემები.
გარდა ამისა, მთლიანად გარემონტდა სარკინიგზო სადგური აბაშაში, აშენდა ქობულეთის ბულვარი.
„განახლებული რეგიონების" პროგრამა 2021 წლის აპრილში დაიწყო. ის ოთხ წელზეა გათვლილი. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების პროექტების დაფინანსებას გეგმავს.
პროგრამის პირველი ეტაპი სახელმწიფოს 500 მილიონი ლარი დაუჯდა და საქართველოს 63 რაიონი მოიცვა.