https://sputnik-georgia.com/20231106/mozardis-darupva-vakis-parksi-sasamartlom-ori-gamamtyunebeli-ganaceni-gamoitana-284018757.html
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ ორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ ორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
პატიმრობა მისაჯა მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T17:51+0400
2023-11-06T17:51+0400
2023-11-06T17:51+0400
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე, რომელიც 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა და რის შედეგადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. სასამართლომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს - ერთი წლითა და ექვსი თვით. გიგა გიგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში. ვაკის პარკში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მოხერხდა მხოლოდ ორის გადარჩენა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა. ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა>>თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა, კომპანია „გრინსერვის პლუსის" დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს - ექვსი წლით. ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ ორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
პატიმრობა მისაჯა მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე, რომელიც 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა და რის შედეგადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
სასამართლომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს - ერთი წლითა და ექვსი თვით.
გიგა გიგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში.
ვაკის პარკში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მოხერხდა მხოლოდ ორის გადარჩენა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს სამი წლით პატიმრობა შეეფარდა, კომპანია „გრინსერვის პლუსის" დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს - ექვსი წლით.
ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.