https://sputnik-georgia.com/20230710/tragedia-vakis-parksi-sasamartlom-ganaceni-gamoitana-279402706.html
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
ტრაგედია ვაკის პარკში - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი ადამიანი... 10.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-10T14:06+0400
2023-07-10T14:06+0400
2023-08-10T15:01+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი ადამიანი გაამართლა, რვას კი პატიმრობა შეუფარდა. ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ.ვაკის პარკის ტრაგედია - კალაძე თავის მოადგილეებს გამოექომაგა>>ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთი ადამიანი გაამართლა, რვას კი პატიმრობა შეუფარდა.
ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
საქმეზე ბრალდებულთა შორის იყვნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ.
ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.
ვაკის პარკში მომხარი ტრაგედიასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა.