https://sputnik-georgia.com/20231105/avariebs-saqartveloshi-311-adamiani-emsxverpla--283987618.html
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ათ თვეში ავარიებმა 311 ადამიანი იმსხვერპლა
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ათ თვეში ავარიებმა 311 ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა შორის ათი ბავშვია 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T10:35+0400
2023-11-05T10:35+0400
2023-11-05T10:35+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276897509_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f17e29838035eb57646d73232c18bd42.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქვეყანაში 4.076 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 311 ადამიანი დაიღუპა, 5.353 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან 10 ბავშვი და 301 ზრდასრულია.ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 80% მოდის.ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც 1.915 ავარიაში დაიღუპა 51 და დაშავდა 2.245 ადამიანი.ხელვაჩაურში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია>>გზებზე სიკვდილიანობის მხრივ რეგიონებს შორის ყველაზე პრობლემურია კახეთი, სადაც 221 ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 51 და დაშავდა 374 ადამიანი.ავარიების სახეობებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 1.371 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 74 და დაშავდა 2.115 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 1.165 ავარიის შედეგად დაიღუპა 63 და დაშავდა 1.183 ადამიანი.მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 477 შემთხვევის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 507 ადამიანი.ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის.ავარიების მიზეზებიავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276897509_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ff3848cc93ccf84914d3d59cd53aee67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სიკვდილიანობა გზებზე: საქართველოში ათ თვეში ავარიებმა 311 ადამიანი იმსხვერპლა
ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა შორის ათი ბავშვია
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის პერიოდში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქვეყანაში 4.076 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 311 ადამიანი დაიღუპა, 5.353 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან 10 ბავშვი და 301 ზრდასრულია.
ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და ქვემო ქართლში. აღნიშნულ რეგიონებზე საქართველოში მომხდარი ავარიების თითქმის 80% მოდის.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც 1.915 ავარიაში დაიღუპა 51 და დაშავდა 2.245 ადამიანი.
გზებზე სიკვდილიანობის მხრივ რეგიონებს შორის ყველაზე პრობლემურია კახეთი, სადაც 221 ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 51 და დაშავდა 374 ადამიანი.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული სახეობაა მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახება – 1.371 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 74 და დაშავდა 2.115 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეზე შეჯახება – 1.165 ავარიის შედეგად დაიღუპა 63 და დაშავდა 1.183 ადამიანი.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა მოტოციკლის მონაწილეობით. ამ მიზეზით მომხდარი 477 შემთხვევის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 507 ადამიანი.
ავარიების უმეტესობაში მოტოციკლები და მსუბუქი ავტომობილები დომინირებენ, ავარიების ყველაზე ნაკლები რაოდენობა კი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის.
ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლა, მესამეზე კი გადასასვლელზე გავლა/გადასვლის წესის დარღვევა.
ავტოავარიების მიზეზების ხუთეულშია ასევე დისტანციის დაუცველობა და არასწორი მოხვევის მანევრი.