https://sputnik-georgia.com/20231104/winandalshi-gvinis-simpoziumi-dasrulda-283985036.html
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი დასრულდა
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი დასრულდა
Sputnik საქართველო
წინანდალში გამართულ ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის პროფესიონალები მონაწილეობდნენ. 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T20:42+0400
2023-11-04T20:42+0400
2023-11-04T20:42+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ორდღიან ღონისძებაზე, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.სიმპოზიუმზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო როგორც „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.მინისტრის განცხადებით, სიმპოზიუმის ფარგლებში ქართული ღვინოების შეფასება-დეგუსტაცია სასარგებლოა ადგილობრივი მეწარმეებისთვის.„ამ ღონისძიებაზე ისინი სპეციალურ ფორმატში ურთიერთობენ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, შემფასებლებთან, ღვინის კრიტიკოსებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ღვინოების ხარისხის კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას“,- განაცხადა დავითაშვილმა.Grand Jury Du Vin-ი 1996 წელს დაარსდა შვეიცარიაში. ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი დასრულდა
წინანდალში გამართულ ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის პროფესიონალები მონაწილეობდნენ.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორდღიან ღონისძებაზე, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სიმპოზიუმზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო როგორც „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.
„Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმის მასპინძლობით, წინანდალი და საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინოების მწარმოებლებს შორის გამოჩნდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სიმპოზიუმის ფარგლებში ქართული ღვინოების შეფასება-დეგუსტაცია სასარგებლოა ადგილობრივი მეწარმეებისთვის.
„ამ ღონისძიებაზე ისინი სპეციალურ ფორმატში ურთიერთობენ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან, შემფასებლებთან, ღვინის კრიტიკოსებთან და ისმენენ მათ მოსაზრებებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქართული ღვინოების ხარისხის კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას“,- განაცხადა დავითაშვილმა.
Grand Jury Du Vin-ი 1996 წელს დაარსდა შვეიცარიაში. ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.