ებრაელი ჯარისკაცების საბოდიშო წერილი: საოცარი ვიდეო X-ზე
© AFP 2024 / MENAHEM KAHANA
© AFP 2024 / MENAHEM KAHANA
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გვაპატიეთ, რომ თქვენს სათბურში დაუკითხავად შემოვიჭერით, ასეთი შინაარსის წერილი აღმოაჩინა მცენარეებს შორის ჩარჭობილ აბრაზე ისრაელის კიბუც ბეერის მცხოვრებმა, რომელიც სასწრაფო ევაკუაციის შემდეგ შინ დაბრუნდა.
როგორც ესტი სეგალი წერს X-ზე, ბეერის მცხოვრებ ავივიტ ჯონს სახლთან პატარა სათბური ჰქონდა, რომელშიც სხვადასხვა მცენარეებს ზრდიდა. 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ის იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად მიეტოვებინა საცხოვრებელი და უსაფრთხო ადგილას გაქცეულიყო.
„როცა გავრბოდით, გააზრებული გვქონდა, რომ ყველაფერი გახმებოდა. სათბურში წვიმა ვერ აღწევს, მცენარეებს ხელით ვრწყავდით. ორი დღის შემდეგ კი მცენარე ჭკნობას იწყებს, თუ წყალს არ მიაწვდი. მაგრამ ბეერიში დაბრუნებულებმა პატარა სასწაული ვიხილეთ“, — წერს ავივიტი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
משו קטן וטוב לשבת.
— esty segal إيستي 🇺🇦 (@EstyS) November 4, 2023
כותבת אביבית ג"ון מקיבוץ בארי:
בבארי היתה משתלה משגשגת שיועדה לצרכי פנים. גן עדן קטן ופורח, שעשה לכולם טוב.
כשנאלצנו להתפנות, היה ברור שכל הצמחים בה יתייבשו. גשם לא מגיע וההשקיה בחממה ידנית. אחרי יומיים ללא מים הצמחים מתחילים לקמול.
אז קבלו נס קטן שקרה בבארי pic.twitter.com/rSjXAq5KD1
ვიდეოზე სათბური და მწვანედ ახასხასებული მცენარეებია აღბეჭდილი, იქვე კი დიდი ასოებით გამოყვანილი წერილია დატოვებული:
„გვაპატიეთ, რომ სათბურში შემოვიჭერით. მცენარეები უნდა მოგვერწყა. სიყვარულით, ჯარისკაცები“, — ნათქვამია წერილში.