https://sputnik-georgia.com/20231103/satamaso-biznesis-gadasaxadebi-izrdeba-283967445.html
სათამაშო ბიზნესის გადასახადები იზრდება
სათამაშო ბიზნესის გადასახადები იზრდება
Sputnik საქართველო
გადასახადების გაზრდა ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 400 მილიონ ლარს მოუტანს, განაცხადა პრემიერმა. 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T19:36+0400
2023-11-03T19:36+0400
2023-11-03T19:36+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_6c9b429073203c66918286510891e208.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 10–დან 15 პროცენტამდე გაიზრდება. ასეთი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს მთავრობის სხდომაზე.შემოსავალმა სათამაშო ბიზნესიდან 2022 წელს რეკორდი მოხსნა. აზარტული თამაშების სექტორის წარმომადგენლებმა ბიუჯეტში 739 მილიონი ლარი გადაიხადეს.მისი თქმით, ეს ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 400 მლნ ლარს მოუტანს, და მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 700 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალს ელოდება.ამასთან, მთავრობის მეთაურმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავვშირებით, რომ სათამაშო ბიზნესის შემოსავალი იზრდება.„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება... ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა მაგალითად – 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა.აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ საქართველოს მოსახლეობის 40% მოხვდა>>ბოლოს სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადები და მოსაკრებელი 2022 წელს გაიზარდა.დღეისათვის ნებართვა აზარტული თამაშების მოსაწყობად ჯდება 5 მლნ ლარი, სლოტ-კლუბის გახსნისთვის – 1 მლნ ლარი, ხოლო მოსაკრებელი სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორებისთვის წელიწადში 100 ათას ლარს შეადგენს.გარდა ამისა, 2022 წლიდან სათამაშო ბიზნესი იხდის გადასახადს ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის არსებული სხვაობიდან, სხვა დანარჩენ გადასახადებთან ერთად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_224c4ac71452288bac7c615c7a9da268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სათამაშო ბიზნესის გადასახადები იზრდება
გადასახადების გაზრდა ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 400 მილიონ ლარს მოუტანს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 10–დან 15 პროცენტამდე გაიზრდება. ასეთი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს მთავრობის სხდომაზე.
შემოსავალმა სათამაშო ბიზნესიდან 2022 წელს რეკორდი მოხსნა. აზარტული თამაშების სექტორის წარმომადგენლებმა ბიუჯეტში 739 მილიონი ლარი გადაიხადეს.
„საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა – სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შეცვალოთ და, გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 400 მლნ ლარს მოუტანს, და მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 700 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალს ელოდება.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავვშირებით, რომ სათამაშო ბიზნესის შემოსავალი იზრდება.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება... ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა მაგალითად – 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა.
ბოლოს სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადები და მოსაკრებელი 2022 წელს გაიზარდა.
დღეისათვის ნებართვა აზარტული თამაშების მოსაწყობად ჯდება 5 მლნ ლარი, სლოტ-კლუბის გახსნისთვის – 1 მლნ ლარი, ხოლო მოსაკრებელი სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორებისთვის წელიწადში 100 ათას ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, 2022 წლიდან სათამაშო ბიზნესი იხდის გადასახადს ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის არსებული სხვაობიდან, სხვა დანარჩენ გადასახადებთან ერთად.