https://sputnik-georgia.com/20231103/rodis-daiwyeben-molaparakebebs-tavisufali-vawrobis-sesaxeb-saqartvelo-da-korea-283971596.html
როდის დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველო და კორეა
როდის დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველო და კორეა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და კორეას შორის შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე სხვა საკითხებს, განაცხადა მინისტრის... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T22:24+0400
2023-11-03T22:24+0400
2023-11-03T22:25+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
სამხრეთი კორეა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277208959_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_49bcd61a35f16eb4c56c77bb7d2e1662.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველო და კორეა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდს 2024 წლის თებერვალში გამართავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის.სეულში ვიზიტის ფარგლებში არველაძემ და კორეის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.ასევე გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში.თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: საქართველო და კორეა მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან>>შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა 128,9 მლნ დოლარი იყო.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–სექტემბერში 87,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277208959_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_918de97c2785c623b39ff19e873fc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
როდის დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველო და კორეა
22:24 03.11.2023 (განახლებულია: 22:25 03.11.2023) საქართველოსა და კორეას შორის შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე სხვა საკითხებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველო და კორეა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდს 2024 წლის თებერვალში გამართავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.
ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ის შეასრულებს ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის.
სეულში ვიზიტის ფარგლებში არველაძემ და კორეის ვაჭრობის მინისტრმა დუგკუნ ანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
ასევე გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში.
შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.
არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი მოკლე დროში დასრულდება და კორეასთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. მისი თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვ.
სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა 128,9 მლნ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–სექტემბერში 87,9 მლნ დოლარი შეადგინა.