https://sputnik-georgia.com/20231103/motxovna-binebze-batumshi-283949196.html
მოთხოვნა ბინებზე ბათუმში - გაყიდვების მონაცემები
მოთხოვნა ბინებზე ბათუმში - გაყიდვების მონაცემები
Sputnik საქართველო
მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში. 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T12:00+0400
2023-11-03T12:00+0400
2023-11-03T12:14+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ბათუმი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259284165_0:120:3069:1846_1920x0_80_0_0_3837df3798d99f1d0fdf12d00786e43f.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით შემცირდა - ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 3,9 ბინა გაიყიდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.კომპანიის მონაცემებით, შავი ზღვის კურორტზე ბინებზე მოთხოვნის კლებამ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,1% შეადგინა.ამასთან, გაყიდვების შემცირება შეიმჩნება როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე.2023 წლის მესამე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები პირველად ბაზარზე შემცირდა 16,5%-ით(საუბარია სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდულ ქონებაზე), მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების გაყიდვები) კი 17,8%-ით.მოთხოვნა ბინებზე თბილისში - გაყიდვების მონაცემები სექტემბერში>>>მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში. ანალიტიკოსები ამას აღნიშნულ რაიონებში მიმდინარე აქტიური მშენებლობებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, ბათუმში მშენებლობების 39,7% ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს.ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ბათუმში გაყიდვების მესამედი ელიტურ და საშუალო კლასის ბინებზე მოდის, რომელთა ღირებულებაც 1,2-3 ათას დოლარს (1მ2) შეადგენს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი ბინების გაყიდვები საერთო გაყიდვების მეოთხედს შეადგენდა.მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის წლიურად 6,9%-ით შემცირდა და 245,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ცხრა თვის საბაზრო მაჩვენებლები კი 14,2%-ით გაიზარდა და 750,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259284165_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c3a91aaabd83904f1df12f6487257376.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მოთხოვნა ბინებზე ბათუმში - გაყიდვების მონაცემები
12:00 03.11.2023 (განახლებულია: 12:14 03.11.2023) მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით შემცირდა - ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 3,9 ბინა გაიყიდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კომპანიის მონაცემებით, შავი ზღვის კურორტზე ბინებზე მოთხოვნის კლებამ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,1% შეადგინა.
ამასთან, გაყიდვების შემცირება შეიმჩნება როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე.
2023 წლის მესამე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები პირველად ბაზარზე შემცირდა 16,5%-ით(საუბარია სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდულ ქონებაზე), მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების გაყიდვები) კი 17,8%-ით.
მესამე კვარტალში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიასა და გონიო-კვარიათში. ანალიტიკოსები ამას აღნიშნულ რაიონებში მიმდინარე აქტიური მშენებლობებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, ბათუმში მშენებლობების 39,7% ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს.
ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ბათუმში გაყიდვების მესამედი ელიტურ და საშუალო კლასის ბინებზე მოდის, რომელთა ღირებულებაც 1,2-3 ათას დოლარს (1მ2) შეადგენს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი ბინების გაყიდვები საერთო გაყიდვების მეოთხედს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის წლიურად 6,9%-ით შემცირდა და 245,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ცხრა თვის საბაზრო მაჩვენებლები კი 14,2%-ით გაიზარდა და 750,7 მილიონი დოლარი შეადგინა.