https://sputnik-georgia.com/20231011/motxovna-binebze-tbilissi-gayidvebis-monacemebi-seqtembersi-283202780.html
მოთხოვნა ბინებზე თბილისში - გაყიდვების მონაცემები სექტემბერში
მოთხოვნა ბინებზე თბილისში - გაყიდვების მონაცემები სექტემბერში
Sputnik საქართველო
ივლისში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 7,2%-ით შემცირდა, აგვისტოში – 2,8%-ით, ხოლო სექტემბერში – 6,7%-ით. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T20:35+0400
2023-10-11T20:35+0400
2023-10-11T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/36/239313655_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_4b7d9a8e2327233803334c54a48e7a2e.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა ისევ იკლებს – 2023 წლის სექტემბერში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 6,7%-ით ნაკლებია აგვისტოს მონაცემზე და 21,5%-ით ნაკლები 2022 წლის სექტემბერზე, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსები ივლისში გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ წინა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მაღალ მოთხოვნას.2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, გაყიდვები პირველად ბაზარზე 8,2%-ით შემცირდა (საუბარია სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდულ ქონებაზე), ხოლო მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების გაყიდვები) 29%-ით შემცირდა.ანალიტიკოსები მეორად ბაზარზე გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ ბინის შემდგომი გაქირავების მიზნით ყიდვის პერიოდის დასრულებას, რადგან შემცირდა ქირის ფასი და მომგებიანობა.სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ დიდ დიღომსა და ჩუღურეთის რაიონებში, სხვა რაიონებში შემცირდა, ყველაზე მეტად შემცირდა გაყიდული ბინების რაოდენობა ცენტრალურ რაიონებში.G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801–1.800) დომინირებაა.2023 წლის სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 2,1%-ით შემცირდა და საერთო თანხამ 235,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ამას ძირითადად გასულ წელთან შედარებით ფასების ზრდას უკავშირებენ.გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში უძრავ ქონებაზე იჯარის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,7%-ით გაიზარდა.თუმცა, 2023 წლის დასაწყისიდან ქირა აშშ დოლარში 1,6%-ით, ლარში კი 2,7%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/36/239313655_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_115716cea642088eb7307515056195ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
მოთხოვნა ბინებზე თბილისში - გაყიდვების მონაცემები სექტემბერში
20:35 11.10.2023 (განახლებულია: 22:02 11.10.2023) ივლისში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 7,2%-ით შემცირდა, აგვისტოში – 2,8%-ით, ხოლო სექტემბერში – 6,7%-ით.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა ისევ იკლებს – 2023 წლის სექტემბერში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 6,7%-ით ნაკლებია აგვისტოს მონაცემზე და 21,5%-ით ნაკლები 2022 წლის სექტემბერზე, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ბინებზე მოთხოვნა თბილისში
თვე | ბინების რაოდენობა | ცვლილება ერთ თვეში, % |
ივლისი | 3.656 | -7,2% |
აგვისტო | 3.552 | -2,8% |
სექტემბერი | 3.314 | -6,7% |
ანალიტიკოსები ივლისში გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ წინა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მაღალ მოთხოვნას.
2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, გაყიდვები პირველად ბაზარზე 8,2%-ით შემცირდა (საუბარია სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდულ ქონებაზე), ხოლო მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების გაყიდვები) 29%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები მეორად ბაზარზე გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ ბინის შემდგომი გაქირავების მიზნით ყიდვის პერიოდის დასრულებას, რადგან შემცირდა ქირის ფასი და მომგებიანობა.
სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ დიდ დიღომსა და ჩუღურეთის რაიონებში, სხვა რაიონებში შემცირდა, ყველაზე მეტად შემცირდა გაყიდული ბინების რაოდენობა ცენტრალურ რაიონებში.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801–1.800) დომინირებაა.
2023 წლის სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 2,1%-ით შემცირდა და საერთო თანხამ 235,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ამას ძირითადად გასულ წელთან შედარებით ფასების ზრდას უკავშირებენ.
გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში უძრავ ქონებაზე იჯარის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,7%-ით გაიზარდა.
თუმცა, 2023 წლის დასაწყისიდან ქირა აშშ დოლარში 1,6%-ით, ლარში კი 2,7%-ით შემცირდა.