https://sputnik-georgia.com/20231103/israelma-gaeros-momxseneblebi-hamasis-propagandasi-daadanasaula-283952625.html
ისრაელმა გაეროს მომხსენებლები ჰამასის პროპაგანდაში დაადანაშაულა
ისრაელმა გაეროს მომხსენებლები ჰამასის პროპაგანდაში დაადანაშაულა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. გაეროს რამდენიმე ექსპერტმა ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ „გენოციდზე“ იყო საუბარი... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T14:41+0400
2023-11-03T14:41+0400
2023-11-03T14:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
გაერო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6a5181d924ab93083c28f0fd6d83be1d.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. გაეროს რამდენიმე ექსპერტმა ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ „გენოციდზე“ იყო საუბარი, საპასუხოდ ისრაელმა ისინი ჰამასის პროპაგანდაში დაადანაშაულა, იუწყება BBC News.მანამდე გაეროს სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხთა შვიდმა სპეციალურმა მომხსენებელმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა გენოციდის საფრთხის წინაშეა და მალე ამის თავიდან აცილება გვიანი იქნება. გაეროს მომხსენებლებმა მოუწოდეს ისრაელსა და მის მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო ჰამასს ყველა მძევლის გათავისუფლება მოსთხოვეს.გაეროს უწყებებში ისრაელის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მომხსენებლები ჰამასის პროპაგანდას ეწევიან, და რომ ეს სწორედ ჰამასი იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად.გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა სტეფან დუჟარიკმა პრესკონფერენციაზე, სადაც მას ორგანიზაციის მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, განმარტა, რომ რაიმე მოვლენისა თუ ქმედების გენოციდად განსაზღვრის უფლება მხოლოდ გაეროს შესაბამის ორგანოებს აქვთ.წყარო: BBC News
https://sputnik-georgia.com/20231027/israeli-sesazloa-omis-danasaulebs-scadiodes-283728917.html
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_e61a01beac3f7ec44d1f5f0b5189f036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გაერო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, გაერო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , პოლიტიკა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. გაეროს რამდენიმე ექსპერტმა ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ „გენოციდზე“ იყო საუბარი, საპასუხოდ ისრაელმა ისინი ჰამასის პროპაგანდაში დაადანაშაულა, იუწყება BBC News.
მანამდე გაეროს სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხთა შვიდმა სპეციალურმა მომხსენებელმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა გენოციდის საფრთხის წინაშეა და მალე ამის თავიდან აცილება გვიანი იქნება.
გაეროს მომხსენებლებმა მოუწოდეს ისრაელსა და მის მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო ჰამასს ყველა მძევლის გათავისუფლება მოსთხოვეს.
გაეროს უწყებებში ისრაელის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მომხსენებლები ჰამასის პროპაგანდას ეწევიან, და რომ ეს სწორედ ჰამასი იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად.
„ამჟამინდელი ომი ისრაელს ჰამასის ტერორისტებმა მოახვიეს თავს, რომლებმაც 7 ოქტომბერს ხოცვა-ჟლეტა, 1400 ადამიანის მკვლელობა და 243 ბავშვის, მამაკაცისა და ქალის გატაცება მოაწყვეს“, — ნათქვამია ისრაელის მისიის განცხადებაში.
გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა სტეფან დუჟარიკმა პრესკონფერენციაზე, სადაც მას ორგანიზაციის მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, განმარტა, რომ რაიმე მოვლენისა თუ ქმედების გენოციდად განსაზღვრის უფლება მხოლოდ გაეროს შესაბამის ორგანოებს აქვთ.