https://sputnik-georgia.com/20231103/deputati-saakashvili-mshishara-da-mezgaprea-283965231.html
დეპუტატი: სააკაშვილი მშიშარა და მეზღაპრეა
დეპუტატი: სააკაშვილი მშიშარა და მეზღაპრეა
Sputnik საქართველო
სააკაშვილის განცხადებით, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მას სახელმწიფო უსაფრთხოების... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T19:13+0400
2023-11-03T19:13+0400
2023-11-03T19:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825076_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5b46683a2437507ddaa58d2e6853b4d3.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზღაპრებს ყვება და შიშის გამო უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.მსჯავრდებულმა სააკაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი". გუშინ კი ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისთვის დაუკავშირდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სუსი „ეფ-ეს-ბეს" ფილიალად მოიხსენია.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.არაფერი აქვს სათქმელი: დეპუტატი სააკაშვილის მიერ სუსთან თანამშრომლობაზე უარის თაობაზე>>>კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825076_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_2d50266bb48c30c948d623e630cf9a93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
დეპუტატი: სააკაშვილი მშიშარა და მეზღაპრეა
სააკაშვილის განცხადებით, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზღაპრებს ყვება და შიშის გამო უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი". გუშინ კი ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისთვის დაუკავშირდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სუსი „ეფ-ეს-ბეს" ფილიალად მოიხსენია.
„ის არის მშიშარა. თუ ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, მაშინ ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურთან. ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება იმ პოლიტიკაზე, რომელი პოლიტიკითაც მან მართა ქვეყანა და ხალხმა უარი უთხრა ქვეყნის მმართველობაზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.