თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ნოემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), კერესელიძის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, ქუთაისის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, დგებუაძის, უზნაძის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ჟორდანიას, შერვაშიძის, ზამთრიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ხუდადოვის, მგელაძის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ოპრეთის და ეფრემ მცირეს ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი კოჯრის და სოფელი კუმისის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქისის, მშველიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0