https://sputnik-georgia.com/20231101/red-wings-tbilissada-qutaissi-frenebs-iwyebs-283861176.html
Red Wings პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Red Wings პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგიდან რეისები კვირაში ერთხელ - შაბათობით შესრულდება. 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T10:09+0400
2023-11-01T10:09+0400
2023-11-01T10:09+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ქუთაისი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23042/41/230424158_0:0:3164:1781_1920x0_80_0_0_d4f10b8adb92bb7f03e7267fd36aab18.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Red Wings „პულკოვოს" აეროპორტიდან (სანქტ-პეტერბურგი) თბილისსა და ქუთაისში რეისების შესრულებას იწყებს, იუწყება „ჩრდილოეთ დედაქალაქის საჰაერო კარიბჭის" პრეს-სამსახური (აეროპორტ „პულკოვოს" მმართველი კომპანია"). „პულკოვოს" აეროპორტიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველოსთან... ფრენებს ავიაკომპანია Red Wings შეასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში. ფრენები თბილისში 18 ნოემბრიდან კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია რეისებს ქუთაისში განახორციელებს - ასევე კვირაში ერთხელ, შაბათობით. Red Wings ოქტომბრის ბოლოდან ეკატერინბურგიდან თბილისსა და ქუთაისში ფრენებს იწყებს>>2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23042/41/230424158_129:0:2860:2048_1920x0_80_0_0_74b164631c1b7c5dbbdc3944577fd2e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქუთაისი , ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქუთაისი , ქართულ–რუსული ურთიერთობები
Red Wings პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
სანქტ-პეტერბურგიდან რეისები კვირაში ერთხელ - შაბათობით შესრულდება.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Red Wings „პულკოვოს" აეროპორტიდან (სანქტ-პეტერბურგი) თბილისსა და ქუთაისში რეისების შესრულებას იწყებს, იუწყება „ჩრდილოეთ დედაქალაქის საჰაერო კარიბჭის" პრეს-სამსახური (აეროპორტ „პულკოვოს" მმართველი კომპანია").
„პულკოვოს" აეროპორტიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველოსთან... ფრენებს ავიაკომპანია Red Wings შეასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ფრენები თბილისში 18 ნოემბრიდან კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია რეისებს ქუთაისში განახორციელებს - ასევე კვირაში ერთხელ, შაბათობით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.