Red Wings ოქტომბრის ბოლოდან ეკატერინბურგიდან თბილისსა და ქუთაისში ფრენებს იწყებს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიეკატერინბურგი
ეკატერინბურგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
რეისები ეკატერინბურგიდან თბილისში კვირაში ერთხელ, ხოლო ქუთაისში - კვირაში ორჯერ შესრულდება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირდაპირი რეისები ეკატერინბურგიდან საქართველოში 30 ოქტომბრიდან განახლდება, განაცხადა ურალის ტურიზმის ავიაციის პრეზიდენტმა მიხაილ მალცევმა პრესკონფერენციაზე.
ეკატერინბურგის აეროპორტ „კოლცოვოს" განრიგის თანახმად, რეისებს ავიაკომპანია Red Wings შეასრულებს. ის ქუთაისში ფრენას დაიწყებს 30 სექტემბრიდან, კვირაში ორჯერ, სამშაბათობითა და ხუთშაბათობით, ხოლო თბილისში – 2 ნოემბრიდან კვირაში ერთხელ. ამჟამად „კოლცოვოდან" პირდაპირი რეისები საქართველოში არ სრულდება.

„საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამით პირველი რეისი ქუთაისში განხორციელდება. ასევე შესრულდება პირდაპირი რეისები თბილისში", – განაცხადა მალცევმა.

მისი თქმით, ავიამიმოსვლის განახლება ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ორი წელი ელოდებოდნენ.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 ნოემბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings ზამთრის განრიგის ფარგლებში იწყებს პირდაპირ ფრენებს მოსკოვი–ბათუმის მიმართულებით, რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.
Red Wings მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს>>
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0