https://sputnik-georgia.com/20231021/red-wings-moskovidan-batumis-mimartulebit-pirdapir-reisebs-iwyebs-283515572.html
Red Wings მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
Red Wings მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
Sputnik საქართველო
ფრენები „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან შესრულდება 21.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-21T11:02+0400
2023-10-21T11:02+0400
2023-10-21T12:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244880_0:0:3428:1929_1920x0_80_0_0_76c8afe11c1944ee5ca35dfbb2b92232.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. 3 ნოემბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings ზამთრის განრიგის ფარგლებში იწყებს პირდაპირ ფრენებს მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით, რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას, განუცხადეს კომპანიაში „რია ნოვოსტის“.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.„ავიაკომპანია Red Wings Airlines აცხადებს, რომ იხსნება ახალი მარშრუტი „მოსკოვი-ბათუმი“. ზამთრის განრიგის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან ფრენები შესრულდება კვირაში სამი სიხშირით: სამშაბათს, პარასკევს და კვირას. „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან გამგზავრება 07:00 (სამშაბათი, პარასკევი) და 08:00 (კვირა), დაბრუნების ფრენები შესაბამისად 11:30 და 12:30 საათზე”, - ნათქვამია შეტყობინებაში.ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება სამიდან ხუთ რეისამდე კვირაში (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა).გამგზავრება „დომოდედოვოდან“ 16:00 (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი), 04:50 (ხუთშაბათი), 17:00 საათზე (კვირა). უკანა მიმართულების რეისები არის 21:40, 10:30 და 22:40 საათზე შესაბამისად (ადგილობრივი დროით).მანამდე, 9 ოქტომბრიდან, მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელება რუსეთის ავიაკომპანია Azimut-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244880_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_bf60d029b6c8e1b00f59c832ec0ec9e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
Red Wings მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
11:02 21.10.2023 (განახლებულია: 12:17 21.10.2023) ფრენები „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან შესრულდება
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. 3 ნოემბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings ზამთრის განრიგის ფარგლებში იწყებს პირდაპირ ფრენებს მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით, რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას, განუცხადეს კომპანიაში „რია ნოვოსტის“.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
„ავიაკომპანია Red Wings Airlines აცხადებს, რომ იხსნება ახალი მარშრუტი „მოსკოვი-ბათუმი“. ზამთრის განრიგის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან ფრენები შესრულდება კვირაში სამი სიხშირით: სამშაბათს, პარასკევს და კვირას. „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან გამგზავრება 07:00 (სამშაბათი, პარასკევი) და 08:00 (კვირა), დაბრუნების ფრენები შესაბამისად 11:30 და 12:30 საათზე”, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება სამიდან ხუთ რეისამდე კვირაში (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა).
გამგზავრება „დომოდედოვოდან“ 16:00 (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი), 04:50 (ხუთშაბათი), 17:00 საათზე (კვირა). უკანა მიმართულების რეისები არის 21:40, 10:30 და 22:40 საათზე შესაბამისად (ადგილობრივი დროით).
მანამდე, 9 ოქტომბრიდან, მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელება რუსეთის ავიაკომპანია Azimut-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.