მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ბოლივია დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს ისრაელთან ღაზის სექტორზე „აგრესიული და არაპროპორციული“ შეტევების გამო, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრედი მამანიმ.
მისი თქმით, ბოლივია გმობს ისრაელის აგრესიულ ქმედებებს, მიაჩნია რა, რომ ეს მთელ მსოფლიოსა და საერთაშორისო სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
„ისრაელის ქმედებები არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მოვითხოვთ, რომ ღაზის სექტორზე თავდასხმები შეწყდეს, რასაც უკვე მოჰყვა ათასობით მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის“, — აცხადებენ ბოლივიის მთავრობაში.
მანამდე ისრაელიდან, პროტესტის ნიშნად, საკუთარი ელჩები გაიწვიეს კოლუმბიისა და ჩილის ლიდერებმა.
როგორც ჩილის პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩ ფონტსმა დაწერა X-ზე, მისი ქვეყანა „მტკიცედ გმობს“ ისრაელის ქმედებებს „საერტაშორუსი ჰუმანიტარული სამართლის მიუღებელი დარღვევისთვის“.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ ასევე სოციალურ ქსელზე დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ „თუ ისრაელი პალესტინელი ხალხის ჟლეტას არ შეაჩერებს“, კოლუმბიელი დიპლომატები „იქ ვერ გაჩერდებიან“.
ყველა ახალი ამბავი
0