ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო – სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. დედაქალაქია ლა–პასი. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა, ჩილე, პერუ. ბოლივიის ტერიტორია ავროპულ კოლონიზაციამდე ინკების იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. მე–16 საუკუნეში დაიპყრო ესპანეთმა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წელს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის საპატივცემულოდ ბოლივია ეწოდა. ამჟამად ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ჰყავს ორპალატიანი პარლამენტი. ადმინისტრაციულად იყოფა ცხრა დეპარტამენტად. არის განვითარებადი სახელმწიფო. ბოლივია არის გაეროს, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მოსახლეობა მრავალეთნიკურია. განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის მრავალფეროვანი ხელოვნება, სამზარეულო, ლიტერატურა.

გაეცანით სიახლეებს ბოლივიის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0