მოსაზრება: აშშ-მა არ იცის, რა მოუხერხოს ჩინეთს, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
დმიტრი კოსირევი
რატომ იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არა მხოლოდ სტუმარი, არამედ საპატიო სტუმარი ჩინეთში სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე? რატომ შეიკრიბნენ ამჯერად ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყნის სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები (რეკორდი) და რატომ არიან ისინი ძალიან სერიოზულად განწყობილი?
იმიტომ, რომ მსოფლიო პიკურ სიტუაციაშია, როდესაც წყდება, საით მიდის ყველაფერი: ბევრთან ბევრის შემდგომ უკონტროლო დაპირისპირებამდე, თუ ძველ და ნაცნობ სიტყვა „განტვირთვამდე“. სწორედ ფორუმის მასპინძელ ჩინეთს მიჰყავს ახლა საქმე შეერთებულ შტატებთან „განტვირთვამდე“. ყველაზე ღირებული ინფორმაცია სტრატეგიულ თემებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი მომხსენებლები იქ, პეკინში არიან.
გასულ შაბათ-კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც მხოლოდ ბაბუა ჯო ბაიდენს კი არ ელაპარაკა, არამედ ესაუბრა პირდაპირი მნიშვნელობით ყველას, ვისაც კი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ადმინისტრაციაში.
ის სიტყვით გამოვიდა უმაღლესი დონის ექსპერტების ორ შეკრებაზე და ინტერვიუებიც მისცა. მისი განაჩენი ასეთია: ჯერჯერობით მიღწევები არასაკმარისია. მეორე ზესახელმწიფოსთან მომავალი ურთიერთობის შესახებ პეკინისთვის მისაღები პრინციპები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია, ეძებენ. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა უმაღლესი პირი ეწვია პეკინს შეხების წერტილების მოსაძებნად.
ამ დროისთვის გასაგებია, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ გადაწყვეტა: დონალდ ტრამპის დროს დაწყებულ კონფრონტაციას სტრატეგიულ კონკურენტთან ძველ დონეზე ვეღარ გააგრძელებს, ამაში აშშ მარცხდება. ორი ომი ორ ბირთვულ ძალასთან — უკრაინაში და ტაივანში — შეუძლებელია. სამისა (ახლო აღმოსავლეთის გამწვავების გათვალისწინებით) — მით უმეტეს. მოკავშირეები შფოთავენ. კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, გაურკვეველია.
პეკინის ფორმულა აქ ძალიან მარტივია. ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა (სადაც გამოდის). მაგრამ ეს შეერთებული შტატებისთვის იმას ნიშნავს, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მოუხერხოს ჩინეთის წინააღმდეგ გაუთავებელ სანქციებს, ამ ქვეყნის გარშემო ზღვებში მუდმივ სამხედრო მოძრაობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიძულვილის კამპანიებზე ყველაფერ ჩინურის მიმართ. კაპიტულაცია თუ შესვენება?
ვან ის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად გადაწყდა, რომ კურსი მომავალ თვეში კალიფორნიაში APEC-ს სამიტზე სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის პირად შეხვედრაზე უნდა ეჭიროთ. მაგრამ ეს ცოტაა. მსგავსი შეხვედრა უკვე შედგა ერთი წლის წინ ინდონეზიაში და ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ძველ პოზიციებზე დაბრუნება დაიწყო. ახლა კიდევ საარჩევნო ფაქტორი და გაურკვევლობაც გაჩნდა, თუ ვინ აღმოჩნდება აშშ-ის ხელისუფლებაში წელიწადნახევრის შემდეგ.
ასე რომ, განტვირთვა ან მოხდება, ან არა. ძალიან მსგავსი სიტუაცია იყო 1970-იანი წლების დასაწყისში, რასაც ბრეჟნევისა და ნიქსონის ცნობილი მოსკოვის დეკლარაცია მოჰყვა 1972 წლის 30 მაისს — სახელწოდებით „სსრკ-სა და აშშ-ის ურთიერთობების საფუძვლები“. ანუ საუბარი მაშინაც, როგორც დღესაა ჩინეთსა და აშშ-ს შორის, პრინციპებზე იყო.
რა პრინცპიპებზე? იმაზე, რომ: ბირთვულ საუკუნეში მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არ აქვს, ორივე ქვეყნის ინტერესები თანასწორობის (ანუ პატივისცემის) პრინციპს ემყარება და ასე შემდეგ. მაშინაც დაიწყო პროცესი, რომელსაც დაძაბულობის განტვირთვა ერქვა — არაუმეტეს. არა მეგობრობა, არამედ დაპირისპირების გრადუსის შემცირება ერთობლივად შემუშავებულ მისაღებ დონემდე.
რატომ მოხდა ეს მაშინ? ზუსტად იგივე მიზეზების გამო, რომლებიც დღეს არსებობს ჩინეთსა და ამერიკას შორის. შეერთებული შტატები აგებდა ომს ინდოჩინეთში, ხოლო ამერიკული საზოგადოება და სახელმწიფო იხლიჩებოდა. გავიხსენოთ, ვინ ჩამოაგდო ამერიკული თვითმფრინავები ვიეტნამის თავზე, რომელთაგან ერთ-ერთის შტურვალს მომავალ სენატორი მაკკეინი ეჯდა. ბირთვული ომი ორ ზესახელმწიფოს შორის რეალური ჩანდა და ამიტომ და საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, საით უნდა ემოძრავათ — მისკენ, თუ მისგან შორს. ეს სწორედ იმ პრინციპების შემუშავებას ნიშნავდა: ჩვენ კონკურენციას ვწევთ, მაგრამ მშვიდობიანად, მით უმეტეს, რომ ვაშინგტონის უბედურ მოკავშირეებსაც იგივე სურდათ.
მოკლედ, არსებობს მოდელი და ნიმუში. მაშ, რატომ მიდის ასე რთულად განტვირთვა №2 — ამჯერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის? რამდენიმე მიზეზის გამო. სსრკ ბრეჟნევის დროს იყო შეერთებული შტატების ტოლფასი ბირთვული არსენალებით, მაგრამ ვერ უსწრებდა ამერიკას საერთაშორისო ვაჭრობაში და ვერ უტოლდებოდა მშპ-ით. სსრკ-ს უფრო ნაკლები მოკავშირე და პარტნიორი ჰყავდა, ვიდრე დღეს ჩინეთს ჰყავს.
რუბლი ვერ უწევდა კონკურენციას დოლარს მსოფლიო ფინანსებში. აშშ-ისა და სსრკ-ის ეკონომიკა არ იყო გადაჯაჭვული. მოკლედ, დღეს ამერიკელებისთვის საქმე უფრო რთულად და სერიოზულადაა.
და რამდენიმე საბოლოო შენიშვნა: რუსეთისთვის განტვირთვა №2 უდავოდ მომგებიანია მრავალი მიზეზის გამო — თუნდაც იმიტომ, რომ ის პირველიგააუმჯობესებსმთელი მსოფლიოს მდგომარეობას, მინიმუმ უფრო პროგნოზირებადს გახდის მას. ამის შემდეგ ჩვენი განტვირთვა შეერთებულ შტატებთან ზუსტად იგივე სქემის მიხედვით აიგება — ურთიერთობების პრინციპების ხანგრძლივი განვითარებით.
დაბოლოს: 70-იანმა წლებმა დიდი და საყოველთაო მოლოდინებისნიშნითგაიარა თანამშრომლობასა და პატივისცემაში, მაგრამარდაგავიწყდეთ, რომ მერე ამერიკაგამოცოცხლდა და აჭიკჭიკდა: ხომ არ დადგა დრო, რომ შესვენება დავამთავროთ და განუყოფელი ბატონობის ჩვეულ კურსს დავუბრუნდეთო?
წყარო: „რია ნოვოსტი“
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0