https://sputnik-georgia.com/20231031/yvelis-nimusebsi-mcenareuli-cximi-gamovlinda-283854626.html
ყველის ნიმუშებში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
ყველის ნიმუშებში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ტექნიკური რეგლამენტით ყველი მხოლოდ რძის ცხიმს უნდა შეიცავდეს. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T20:14+0400
2023-10-31T20:14+0400
2023-10-31T20:14+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848598_0:296:1280:1016_1920x0_80_0_0_af5b04dd03721e0308765db977563529.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის ოთხ ნიმუშში რძის ცხიმის გარდა მცენარეული ცხიმი აღმოაჩნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.მცენარეული ცხიმები გამოვლინდა შპს „ბა. გი“-ს და შპს „სუელის“ სულუგუნებში (ბოლნისის რაიონი), ასევე იმერულ ყველში, რომელიც ინდმეწარმეების მიერ წალკაში სოფელ საყდრიონში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორლოვკაში იყო დამზადებული.სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა.რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ>>ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0 გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848598_0:56:1280:1016_1920x0_80_0_0_6f74c7a1272f4207924f8128c0b20d73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს რეგიონები
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ყველის ნიმუშებში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა
ტექნიკური რეგლამენტით ყველი მხოლოდ რძის ცხიმს უნდა შეიცავდეს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის ოთხ ნიმუშში რძის ცხიმის გარდა მცენარეული ცხიმი აღმოაჩნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
მცენარეული ცხიმები გამოვლინდა შპს „ბა. გი“-ს და შპს „სუელის“ სულუგუნებში (ბოლნისის რაიონი), ასევე იმერულ ყველში, რომელიც ინდმეწარმეების მიერ წალკაში სოფელ საყდრიონში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორლოვკაში იყო დამზადებული.
„გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა.
ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0 გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.