https://sputnik-georgia.com/20230714/dasavlet-saqartvelosi-sasis-karaqs-yiddnen-279566241.html
რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ
რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ
Sputnik საქართველო
კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T17:46+0400
2023-07-14T17:46+0400
2023-07-14T22:23+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265101521_0:312:2730:1848_1920x0_80_0_0_03e40d19c9f4e06668b4b96da2185827.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ირანული წარმოების კარაქში, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა, საშიში ბაქტერია გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ინსპექტორებმა ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ერთ-ერთი ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes.ბაქტერიის ეს სახეობა არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. Listeria monocytogenes იღუპება +65 C ტემპერატურაზე, მაცივარში –1 C ტემპერატურაზე მრავლდება კიდეც. მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადება ლისტერიოზს.არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი! სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს>>კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა. ინსპექტორებმა საწარმოში არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს.ლისტერიოზი არ არის ფართოდ გავრცელებული ინფექცია, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით საგრძნობლად ჩამოუვარდება სალმონელოზს და კამპილობაქტერიოზს, მაგრამ აღემატება მათ სიკვდილიანობითა და კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265101521_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_95425e4354b59f179ca44d9af27db578.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ: დასავლეთ საქართველოში საშიშ კარაქს ყიდდნენ
17:46 14.07.2023 (განახლებულია: 22:23 14.07.2023) კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ირანული წარმოების კარაქში, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყიდებოდა, საშიში ბაქტერია გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინსპექტორებმა ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ერთ-ერთი ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes.
ბაქტერიის ეს სახეობა არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. Listeria monocytogenes იღუპება +65 C ტემპერატურაზე, მაცივარში –1 C ტემპერატურაზე მრავლდება კიდეც. მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადება ლისტერიოზს.
კომპანია „ათინათს“, სადაც საშიში კარაქი აღმოჩნდა, ბაზრიდან პროდუქტის ამოღება დაევალა. ინსპექტორებმა საწარმოში არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს.
ლისტერიოზი არ არის ფართოდ გავრცელებული ინფექცია, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით საგრძნობლად ჩამოუვარდება სალმონელოზს და კამპილობაქტერიოზს, მაგრამ აღემატება მათ სიკვდილიანობითა და კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით.