https://sputnik-georgia.com/20231031/vistan-da-rit-vachrobs-saqartvelo-283796128.html
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,5%-ით გაიზარდა და თითქმის 16 მლრდ დოლარი... 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T13:16+0400
2023-10-31T13:16+0400
2023-10-31T13:16+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283812705_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_80abd2e4d62a534cd7c23bbde9bc67b5.png
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 11,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 18,2%-ით მეტი.ექსპორტმა შეადგინა 4,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით მეტია.აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ავტომობილების იმპორტი – 102,2%-ით, ტრაქტორების – თითქმის 80%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,2%-ით, ასევე თამბაქოს ნაწარმის – 38,3%-ით.წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 61,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 20,1%-ით. ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 12%-ით.2023 წლის იანვარი–სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 164,4%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 41%-ით, სპირტიანი სასმელების – 36,6%-ით.ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 67,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 41,8%-ით, აზოტის სასუქის – 40,6%-ით.საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია.„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283812705_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_22f54c1aae7472fcbbc804ea868bcd5a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,5%-ით გაიზარდა და თითქმის 16 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 11,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 18,2%-ით მეტი.
ექსპორტმა შეადგინა 4,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ავტომობილების იმპორტი – 102,2%-ით, ტრაქტორების – თითქმის 80%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,2%-ით, ასევე თამბაქოს ნაწარმის – 38,3%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 61,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 20,1%-ით. ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 12%-ით.
2023 წლის იანვარი–სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 164,4%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 41%-ით, სპირტიანი სასმელების – 36,6%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 67,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 41,8%-ით, აზოტის სასუქის – 40,6%-ით.
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას.