ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო

გამოწერა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,5%-ით გაიზარდა და თითქმის 16 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 11,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 18,2%-ით მეტი.
ექსპორტმა შეადგინა 4,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ავტომობილების იმპორტი – 102,2%-ით, ტრაქტორების – თითქმის 80%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,2%-ით, ასევე თამბაქოს ნაწარმის – 38,3%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 61,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 20,1%-ით. ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 12%-ით.
2023 წლის იანვარი–სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 164,4%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 41%-ით, სპირტიანი სასმელების – 36,6%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 67,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 41,8%-ით, აზოტის სასუქის – 40,6%-ით.
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას.
ყველა ახალი ამბავი
0