https://sputnik-georgia.com/20231031/ruseti-xorbalze-saeqsporto-gadasaxads-amcirebs-283804581.html
რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს ამცირებს
რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს ამცირებს
Sputnik საქართველო
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T10:49+0400
2023-10-31T10:49+0400
2023-10-31T10:49+0400
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_baf9a697249ac0abbadb081fc3ba2d20.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი 1 ნოემბრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადს შეამცირებს. რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს. რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 25-31 ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 1 ტონაზე 5.297,7 რუბლს, ქერის ექსპორტზე – ნულს, სიმინდზე – 2.218,1 რუბლს, იუწყება РИА Новости. საქართველო ფქვილის იმპორტზე გადასახადს ზრდის>>>გადასახადებისგან მიღებული სახსრები ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლების სუბსიდირების სახით რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს უბრუნდებათ. სუბსიდიები წარმოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად გადანაწილდება. საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 13,9 მლნ დოლარის ღირებულების 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 17,2 მლნ დოლარის ღირებულების 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_738403b3179aed1f800961bb8840228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს ამცირებს
რუსეთში საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი 1 ნოემბრიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადს შეამცირებს.
რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა, რომელიც მარცვლოვანთა დემპფერის მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს.
გადასახადი რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე 1-8 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ტონაზე 4.923,4 რუბლამდე შემცირდება, ქერის გატანა ნულოვანი რჩება, ხოლო სიმინდის ექსპორტი 1.618 რუბლამდე შემცირდება.
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 25-31 ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 1 ტონაზე 5.297,7 რუბლს, ქერის ექსპორტზე – ნულს, სიმინდზე – 2.218,1 რუბლს, იუწყება
РИА Новости.
გადასახადებისგან მიღებული სახსრები ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლების სუბსიდირების სახით რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს უბრუნდებათ. სუბსიდიები წარმოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად გადანაწილდება.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 13,9 მლნ დოლარის ღირებულების 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 17,2 მლნ დოლარის ღირებულების 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.