როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA საწარმო
 საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4%-ით, მათ შორის სურსათზე ფასები შემცირდა 0,7%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 2,9%-ით გაიზარდა.
სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,6%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა.
ძირითადი ტენდენციები საქართველოს ეკონომიკაში - ეროვნული ბანკის ანგარიში>>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 6,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 0,6%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,1%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 12,1%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 21,3%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 6,4%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 6,7%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის სექტემბერში 0,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 0,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0