https://sputnik-georgia.com/20231031/papuasvili-saakasvilis-camoyvana-saqartvelosi-diversia-iyo-283802448.html
პაპუაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა დივერსია იყო
პაპუაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა დივერსია იყო
Sputnik საქართველო
სააკაშვილი არჩევნებამდე ორი დღით ადრე კონტეინერით შემოაპარეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T10:24+0400
2023-10-31T10:24+0400
2023-10-31T10:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280722006_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f0672817ad2cb209cd7998d82ab1e9b6.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, 2021 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კონტეინერით შეიპარა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი.პაპუაშვილის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეხდინათ.„ზუსტად ის, რასაც ის საუბრობს სხვა ჯგუფებსა თუ ადამიანებზე, სინამდვილეში არის იმის აღწერა, რაც იყო გეგმა მისი და იმ სპეცსამსახურების, რომლებიც მას მართავენ. დივერსიაზე ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280722006_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_6df2903d5f578ef5680035038ed6b3b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა დივერსია იყო
სააკაშვილი არჩევნებამდე ორი დღით ადრე კონტეინერით შემოაპარეს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, 2021 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კონტეინერით შეიპარა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი.
„ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოეხდინათ.
„ზუსტად ის, რასაც ის საუბრობს სხვა ჯგუფებსა თუ ადამიანებზე, სინამდვილეში არის იმის აღწერა, რაც იყო გეგმა მისი და იმ სპეცსამსახურების, რომლებიც მას მართავენ. დივერსიაზე ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.