https://sputnik-georgia.com/20231030/wesebis-gamkacreba-saprotesto-aqciebze-283774915.html
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: დეპუტატმა ოპონენტების რეალური მიზანი დაასახელა
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: დეპუტატმა ოპონენტების რეალური მიზანი დაასახელა
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არაადეკვატურს უწოდებენ. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T12:39+0400
2023-10-30T12:39+0400
2023-10-30T17:47+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღების მოწინააღმდეგეები დაინტერესებული არიან იმით, რომ საზოგადოებრივი ემოციებისა და ორგანიზებული არეულობის მოწყობისთვის საბაბი შექმნან, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმად, საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უშიშროებისთვის საფრთხეს შეიცავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონში ცვლილებებს 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია ვეტოს გადალახვას აპირებს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. საპროტესტო აქციებზე წესების გამკაცრება: როდის გადალახავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს>>>გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი მმართველი პარტიის დეპუტატები კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ასაბუთებენ. სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
წესების გამკაცრება საპროტესტო აქციებზე: დეპუტატმა ოპონენტების რეალური მიზანი დაასახელა
12:39 30.10.2023 (განახლებულია: 17:47 30.10.2023) მმართველ პარტიაში კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არაადეკვატურს უწოდებენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღების მოწინააღმდეგეები დაინტერესებული არიან იმით, რომ საზოგადოებრივი ემოციებისა და ორგანიზებული არეულობის მოწყობისთვის საბაბი შექმნან, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელთა თანახმად, საპროტესტო აქციებზე იკრძალება ისეთი დროებითი კონსტრუქციების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი უშიშროებისთვის საფრთხეს შეიცავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონში ცვლილებებს 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია ვეტოს გადალახვას აპირებს.
„ის, ვინც კარვებს თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან აიგივებს, ერთადერთი რამითაა დაინტერესებული – როგორმე შექმნას მიზეზი, რომ საზოგადოების ემოციები გამოიყენოს და ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ დავინახეთ, მათ შორის, ვერც ვეტოსთან ერთად. თუმცა ამ ვეტოს, რა თქმა უნდა, კანონისა და რეგლამენტის დაცვით განვიხილავთ", – განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
რა შემთხვევაში მოქმედებს აკრძალვა
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
მმართველი პარტიის დეპუტატები კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით ასაბუთებენ.
სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არეულობა იგეგმება 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.