https://sputnik-georgia.com/20231030/tbilisis-konservatoriis-reqtoris-asarchevad-konkursi-gamocxadda-283767797.html
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T09:49+0400
2023-10-30T09:49+0400
2023-10-30T16:15+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/38/237273822_0:133:2000:1258_1920x0_80_0_0_04ba334575bbc6226bda7c0be38a4aac.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.კონსერვატორიაში რექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. პროცედურის თანახმად, რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევს, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.გაუქმების შემდეგ სამინისტრომ კონსერვატორიას არჩევნების პროცედურის კანონით დადგენილი წესით მოსამზადებლად 5-დღიანი ვადა განუსაზღვრა, საპასუხოდ კონსერვატორიის წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.თბილისის კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია>>>კონსერვატორიის ყოფილმა რექტორმა ნანა შარიქაძემ 2023 წლის 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა.ამ დროისათვის კონსერვატორია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვალდებულია 21 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში აირჩიოს რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, რომელიც უზრუნველყოფს რექტორის ასარჩევად კონკურსის ჩატარებას და გარდამავალ პერიოდში, სამინისტროსთან პარტნიორობის რეჟიმში, უხელმძღვანელებს დაწესებულებას.სამინისტროს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც უკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. თუმცა, კონსერვატორიის შუამდგომლობა რექტორის არჩევნების თაობაზე მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/38/237273822_73:0:1929:1392_1920x0_80_0_0_2de5495d660840ebfec8625fa02ae60e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა
09:49 30.10.2023 (განახლებულია: 16:15 30.10.2023) კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კონსერვატორიაში რექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. პროცედურის თანახმად, რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევს, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.
გაუქმების შემდეგ სამინისტრომ კონსერვატორიას არჩევნების პროცედურის კანონით დადგენილი წესით მოსამზადებლად 5-დღიანი ვადა განუსაზღვრა, საპასუხოდ კონსერვატორიის წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
კონსერვატორიის ყოფილმა რექტორმა ნანა შარიქაძემ 2023 წლის 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მისი ხელმძღვანელობისას ვერ მოხერხდა ახალი რექტორის არჩევა, რადგან კონსერვატორიამ აირჩია სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უწყებასთან კონფრონტაციის გზა, რაც სასამართლოში კონსერვატორიის მარცხით დამთავრდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისათვის კონსერვატორია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვალდებულია 21 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში აირჩიოს რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, რომელიც უზრუნველყოფს რექტორის ასარჩევად კონკურსის ჩატარებას და გარდამავალ პერიოდში, სამინისტროსთან პარტნიორობის რეჟიმში, უხელმძღვანელებს დაწესებულებას.
სამინისტროს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც უკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. თუმცა, კონსერვატორიის შუამდგომლობა რექტორის არჩევნების თაობაზე მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.