https://sputnik-georgia.com/20231013/konservatoriam-kulturis-ministris-winaagmdeg-sarcheli-gamoiwvia-283247818.html
თბილისის კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
თბილისის კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
Sputnik საქართველო
კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T17:00+0400
2023-10-13T17:00+0400
2023-10-13T20:14+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742080_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_913e83c71f4cf94fde727ecac9c1df16.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიწვია.კონსერვატორიის სარჩელი მოითხოვდა სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვას, რომლებიც უკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. მაგრამ კონსერვატორიის შუამდგომლობა რექტორის არჩევნების თაობაზე მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბულიამ (თავად რექტორი ნანა შარიქაძე გრძელვადიანი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა) სარჩელის გაწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ მინისტრ წულუკიანის წინააღმდეგ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.კონსერვატორია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ: დავა სასამართლომდე მივიდა>>>თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან.კონსერვატორიის წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კონსერვატორიას, კანონის შესაბამისად, არჩევნების პროცედურის მოსამზადებლად დრო მიეცა.ამგვარად, მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება ძალაში რჩება და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები არ ჩატარდება, თუ კონსერვატორია შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742080_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c7e1209b2cfcc848474c3444847e6e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
17:00 13.10.2023 (განახლებულია: 20:14 13.10.2023) კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიწვია.
კონსერვატორიის სარჩელი მოითხოვდა სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვას, რომლებიც უკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. მაგრამ კონსერვატორიის შუამდგომლობა რექტორის არჩევნების თაობაზე მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბულიამ (თავად რექტორი ნანა შარიქაძე გრძელვადიანი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა) სარჩელის გაწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ მინისტრ წულუკიანის წინააღმდეგ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან.
კონსერვატორიის წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კონსერვატორიას, კანონის შესაბამისად, არჩევნების პროცედურის მოსამზადებლად დრო მიეცა.
ამგვარად, მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება ძალაში რჩება და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები არ ჩატარდება, თუ კონსერვატორია შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.