https://sputnik-georgia.com/20231030/stomatologiur-klinikas-b-da-c-hepatitze-tanamshromlebis-imunizacia-daekisra-283790151.html
სტომატოლოგიურ კლინიკას თანამშრომელთა B და C ჰეპატიტზე იმუნიზაციის ვალდებულება დაეკისრება
სტომატოლოგიურ კლინიკას თანამშრომელთა B და C ჰეპატიტზე იმუნიზაციის ვალდებულება დაეკისრება
Sputnik საქართველო
სიახლის მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T16:51+0400
2023-10-30T16:51+0400
2023-10-30T21:01+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/72/235717277_0:23:2941:1677_1920x0_80_0_0_dbb8fbf7e21a3a207a8d4eb7e7cba52c.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები დაწესდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები განისაზღვრა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები მოქმედი სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან გახდება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/72/235717277_73:0:2804:2048_1920x0_80_0_0_fc0eb4e2fe085d1410b72c354f24aebd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
სტომატოლოგიურ კლინიკას თანამშრომელთა B და C ჰეპატიტზე იმუნიზაციის ვალდებულება დაეკისრება
16:51 30.10.2023 (განახლებულია: 21:01 30.10.2023) სიახლის მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები დაწესდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები განისაზღვრა.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.
„პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული იქნება ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე", – ნათქვამია განცხადებაში.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები მოქმედი სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან გახდება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.