პრეზიდენტი მოკლებულია ლეგიტიმურობას, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ვერ გაურკვევია, მართლა უნდა თუ არა პრემიერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აღარ აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა, ამიტომ ის მოკლებულია ლეგიტიმაციას – ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემული ინტერვიუს კომენტარისას.
ამერიკული ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ვერ გაურკვევია, ნამდვილად სურს თუ არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება თუ ეს მხოლოდ სიტყვებია.

„საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას – ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელიც ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაწერა მიზანი – შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის 2024 წელს.

„სწორედ ჩვენი საარჩევნო დანაპირები იყო ამ განაცხადის გაკეთება. ეს განაცხადი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წინაც წავალთ და კანდიდატის სტატუსიც გვექნება წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად დაარღვია ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლი – „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მტრების მცდელობების მიუხედავად მაქსიმუმი გავაკეთეთ - პრემიერი კანდიდატის სტატუსზე>>
სალომე ზურაბიშვილის დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნოკოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გახდა - შალვა პაპუაშვილი>>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებითპროგრესი საერთოდ არ არის.
მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0