https://sputnik-georgia.com/20231030/-------cartu-group----283799175.html
სიცრუე და ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობა - Cartu Group-ში ბრალდებებს უპასუხეს
სიცრუე და ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობა - Cartu Group-ში ბრალდებებს უპასუხეს
Sputnik საქართველო
ახალი დეზინფორმაციული კამპანია ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი წარუმატებელი და უმწეო მცდელობაა, ნათქვამია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში. 30.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-30T20:54+0400
2023-10-30T20:54+0400
2023-10-30T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/54/246415443_0:0:1949:1096_1920x0_80_0_0_49bb213fb6fceb7fbff0e97cf5215dba.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის უპასუხისმგებლო სიცრუე და მიზნად ისახავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, ნათქვამია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც ასევე ივანიშვილს ეკუთვნის.გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", რომელიც ოპოზიციურ ტელეარხ „TV პირველის" ეთერში გადის, მომზადდა სიუჟეტი ივანიშვილის დამოკიდებულების შესახებ კვიპროსელი ადვოკატის ქრისტოდულოს ვასილიადესის მიმართ, რომელიც 2023 წლის აპრილში აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.როგორც Cartu Group-ში განმარტეს, ვასილიადესი ივანიშვილის კომპანია Krista-ს იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას საკუთარი კომპანია Ledra-ს მეშვეობით ახორციელებდა.„აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნეს-სუბიექტს“, – ნათქვამია განცხადებაში.Cartu Group-ში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასილიადესის სანქციების სიაში შეყვანის მიზეზი რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან კავშირები გახდა.„უტიფარი განცხადება“ - ვოლსკი ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებაზე >>აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სიაში ჩამოთვლილია ყველა ის კომპანია და კერძო პირი, ვისზეც გავრცელდა სანქციები, მათ შორისაა ვასილიადესის კომპანია Ledra.„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის სანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო. მიუხედავად ამისა, „TV პირველმა“, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამავე პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ კომპანია Krista-ს უწევდა.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან.როგორც Cartu Group-ში განმარტეს, „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ გაშვებას ბუნებაში.„2021 წელს კომპანია Krista-მ ეკატერინე ხვედელიძეს (ბიძინა ივანიშვილის მეუღლე - რედ.) გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra-ს სანქცირებამდე 2 წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.„ქართული ოცნების" თავმჯდომარე: ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ >>ამასთან, Cartu Group-ში განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია ისედაც იმყოფება დე-ფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი გავლენას ვერ მოახდენს.ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/54/246415443_94:0:1762:1251_1920x0_80_0_0_9287c816ef94247f96efa69e69f706f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი
სიცრუე და ივანიშვილის დისკრედიტაციის მცდელობა - Cartu Group-ში ბრალდებებს უპასუხეს
20:54 30.10.2023 (განახლებულია: 23:21 30.10.2023) ახალი დეზინფორმაციული კამპანია ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი წარუმატებელი და უმწეო მცდელობაა, ნათქვამია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის უპასუხისმგებლო სიცრუე და მიზნად ისახავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, ნათქვამია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც ასევე ივანიშვილს ეკუთვნის.
გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", რომელიც ოპოზიციურ ტელეარხ „TV პირველის" ეთერში გადის, მომზადდა სიუჟეტი ივანიშვილის დამოკიდებულების შესახებ კვიპროსელი ადვოკატის ქრისტოდულოს ვასილიადესის მიმართ, რომელიც 2023 წლის აპრილში აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.
„ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. დეზინფორმაციის ეს კამპანია წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას, რითაც „TV პირველი“ და „ნაცმოძრაობის“ სხვა მარგინალური ტელევიზიები ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას“, – ნათქვამია Cartu Group-ის განცხადებაში.
როგორც Cartu Group-ში განმარტეს, ვასილიადესი ივანიშვილის კომპანია Krista-ს იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას საკუთარი კომპანია Ledra-ს მეშვეობით ახორციელებდა.
„აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნეს-სუბიექტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Cartu Group-ში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასილიადესის სანქციების სიაში შეყვანის მიზეზი რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან კავშირები გახდა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სიაში ჩამოთვლილია ყველა ის კომპანია და კერძო პირი, ვისზეც გავრცელდა სანქციები, მათ შორისაა ვასილიადესის კომპანია Ledra.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის სანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო. მიუხედავად ამისა, „TV პირველმა“, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ კომპანია Krista-ს უწევდა.
„ამის მიუხედავად, სიცრუის მანქანამ განაგრძო მაყურებელის მიზანმიმართული მოტყუება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების თითქოსდა სანქცირების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან.
როგორც Cartu Group-ში განმარტეს, „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ გაშვებას ბუნებაში.
„2021 წელს კომპანია Krista-მ ეკატერინე ხვედელიძეს (ბიძინა ივანიშვილის მეუღლე - რედ.) გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra-ს სანქცირებამდე 2 წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, Cartu Group-ში განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია ისედაც იმყოფება დე-ფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი გავლენას ვერ მოახდენს.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.