https://sputnik-georgia.com/20230907/-------282021523.html
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე: ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე: ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს სანქციების თემა არ... 07.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-07T14:29+0400
2023-09-07T14:29+0400
2023-09-07T19:32+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_97cc90853b6e2a100fde1d7e718e2122.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს სანქციების თემა არ აინტერესებს, რადგან მის წინააღმდეგ დე ფაქტო სანქციები უკვე მოქმედებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველმა კრის სოჩამ განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. მანამდე ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, რასაც, სოჩას თქმით, კონგრესის წევრებმა მხარი დაუჭირეს.პოლიტიკოსის თქმით, სენატის თანამშრომლების განცხადებებს ზემოქმედების რესურსი არ აქვს. ამასთან, კობახიძის თქმით, როდესაც „რადიკალური ოპოზიცია“ საუბრობს იმაზე, რომ მოითხოვს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა. მანამდე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ სანქციების საკითხის განხილვა კრის სოჩასთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.პარტნიორები პარტნიორულად უნდა მოიქცნენ: ვიცე-პრემიერი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე>>>ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b4fa8d69546cddea89092157f224fce0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს სანქციების თემა არ აინტერესებს, რადგან მის წინააღმდეგ დე ფაქტო სანქციები უკვე მოქმედებს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველმა კრის სოჩამ განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. მანამდე ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, რასაც, სოჩას თქმით, კონგრესის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
„ყველა ხედავს, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. შვეიცარიის ბანკში იმხელა თანხა აქვს გაყინული თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, ისინი მას უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ ფულს", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, სენატის თანამშრომლების განცხადებებს ზემოქმედების რესურსი არ აქვს.
„აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ და ვერც შეაშინებენ. ასეთი გზავნილები აბსოლუტურად ფუჭია, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, კობახიძის თქმით, როდესაც „რადიკალური ოპოზიცია“ საუბრობს იმაზე, რომ მოითხოვს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა. მანამდე ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ სანქციების საკითხის განხილვა კრის სოჩასთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.
„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი სანქცირებულთა სიაში შევა, მაშინ რა ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი? ისინი აბსოლუტურად ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ნებისმიერი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამაზე დასკვნებს გამოიტანს", – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
2023 წლის ივნისის ბოლოს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.