https://sputnik-georgia.com/20230714/----------279575725.html
პარტნიორები პარტნიორულად უნდა მოიქცნენ: ვიცე-პრემიერი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
პარტნიორები პარტნიორულად უნდა მოიქცნენ: ვიცე-პრემიერი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერის თქმით, რეფორმების წყალობით ქართული სასამართლო სისტემა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გახდა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T23:46+0400
2023-07-14T23:46+0400
2023-08-15T16:37+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
აშშ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პარტნიორები უნდა მოიქცნენ პარტნიორულად და არ მიაყენონ შეურაცხყოფა ქართველ მოსამართლეებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". დეგნანის თქმით, მოსამართლეებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ხელი შეუშალეს საქართველოს დემოკრატიულ გზას და სასამართლო სისტემის განვითარებას.მისი თქმით, ქართული სასამართლო სისტემა დღეს გამჭვირვალე და დამოუკიდებელია.„მიმაჩნია, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში და პროცესები გახდა გამჭვირვალე. მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - აღნიშნა წულუკიანმა.ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებისაქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევა - კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე>>>ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , აშშ , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარტნიორები პარტნიორულად უნდა მოიქცნენ: ვიცე-პრემიერი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
23:46 14.07.2023 (განახლებულია: 16:37 15.08.2023) ვიცე-პრემიერის თქმით, რეფორმების წყალობით ქართული სასამართლო სისტემა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გახდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პარტნიორები უნდა მოიქცნენ პარტნიორულად და არ მიაყენონ შეურაცხყოფა ქართველ მოსამართლეებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". დეგნანის თქმით, მოსამართლეებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ხელი შეუშალეს საქართველოს დემოკრატიულ გზას და სასამართლო სისტემის განვითარებას.
„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმებისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით ვაგრძელებთ, მაგრამ, დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხვყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, რადგან ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქართული სასამართლო სისტემა დღეს გამჭვირვალე და დამოუკიდებელია.
„მიმაჩნია, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში და პროცესები გახდა გამჭვირვალე. მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - აღნიშნა წულუკიანმა.
ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.