https://sputnik-georgia.com/20230714/-----------279571510.html
საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევა - კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევა - კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები უსაფუძვლოდ დააწესა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T20:56+0400
2023-07-14T20:56+0400
2023-07-15T19:57+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_0:335:2047:1486_1920x0_80_0_0_3d41b670e4922e5e722aa7af86988c6c.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართველ მოსამართლეებზე სავიზო შეზღუდვის დაწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ხელი შეუშალეს საქართველოს დემოკრატიულ გზას და სასამართლო სისტემის განვითარებას.პოლიტიკოსის შეფასებით, მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაწესება არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.მისი თქმით, მსგავსი მეთოდები გამოიყენებოდა 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო.„2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყენებდა ასეთ მეთოდებს, მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს და ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ. აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგსაქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას>>>ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_66:281:2038:1760_1920x0_80_0_0_7efb635ddaf658d855437a4b351f1850.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევა - კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
20:56 14.07.2023 (განახლებულია: 19:57 15.07.2023) საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციები უსაფუძვლოდ დააწესა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართველ მოსამართლეებზე სავიზო შეზღუდვის დაწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეებმა, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ხელი შეუშალეს საქართველოს დემოკრატიულ გზას და სასამართლო სისტემის განვითარებას.
„როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება. ამაზე ჩვენ გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის შეფასებით, მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაწესება არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.
„ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ არ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას და დღეს ქვეყნის გარედან ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო. ეს არ არის სწორი", – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, მსგავსი მეთოდები გამოიყენებოდა 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო.
„2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყენებდა ასეთ მეთოდებს, მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს და ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ამავე დროს დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია.