საქართველოს ნაკრები მინი–ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი–ოფში გავიდა

© Georgian Football Federation Lasha Kuprashviliსაქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ფუტსალის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ 30 ოქტომბერს გამართავს.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მინი–ფეხბურთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო პირველობაზე მოქმედ ჩემპიონს, მექსიკის გუნდს სძლია (2:1) და პრესტიჟული ტურნირის პლეი–ოფში გავიდა.
ბესო არველაძის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ირაკლი გვეტაძის შედეგიანმა საჯარიმო დარტყმამ გუნდი დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმი აქტიურად უკვე მექსიკის ნაკრებმა დაიწყო და 37–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ორი წუთის შემდეგ ქართულმა გუნდმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა ლევან სვანიძემ და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა – 2:1.
ქართველებს კიდევ სამჯერ ჰქონდათ უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო>>
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და პლეი–ოფში გავიდა. 30 ოქტომბერს გუნდი ბოლო მატჩს ჯგუფში ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან ერთად მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0