https://sputnik-georgia.com/20231026/saqartvelos-nakrebma-mini-fexburtsi-msoflio-cempionatze-gamosvla-gamarjvebit-daiwyo-283678715.html
საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T16:17+0400
2023-10-26T16:17+0400
2023-10-26T20:34+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24202/98/242029869_0:31:2000:1156_1920x0_80_0_0_06bf7332c416baf2d082fc39358ca3ab.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და გვატემალის გუნდი მშრალი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა. ანგარიში მე-16 წუთზე ნუგზარ გოგაშვილმა გახსნა. შემდეგ გოლები გაიტანეს ლევან სვანიძემ, ბექა ტუღუშმა და ნიკა კოპლატაძემ. პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა. მეხუთე გოლი გვატემალელებს გაუტანა მიხეილ თევზაძემ, ხოლო საბოლოო ანგარიში - 6:0 გიორგი ექსეულიძემ დააფიქსირა. მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს. საქართველოს ნაკრები მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის>>საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე მექსიკის ნაკრებია – მოქმედი ჩემპიონი და წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტი. მექსიკელებმა პირველ ტურში ირლანდია ასევე 6:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: მექსიკა – საქართველო საქართველო – ირლანდია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24202/98/242029869_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d55a5801b2c67d3fbff9bb7ea5360df5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
16:17 26.10.2023 (განახლებულია: 20:34 26.10.2023) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მინი-ფეხბურთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და გვატემალის გუნდი მშრალი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-16 წუთზე ნუგზარ გოგაშვილმა გახსნა. შემდეგ გოლები გაიტანეს ლევან სვანიძემ, ბექა ტუღუშმა და ნიკა კოპლატაძემ. პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა. მეხუთე გოლი გვატემალელებს გაუტანა მიხეილ თევზაძემ, ხოლო საბოლოო ანგარიში - 6:0 გიორგი ექსეულიძემ დააფიქსირა.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დამთავრდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს.
საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე მექსიკის ნაკრებია – მოქმედი ჩემპიონი და წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტი. მექსიკელებმა პირველ ტურში ირლანდია ასევე 6:0 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: