საქართველოს ნაკრები მინი-ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმინი-ფეხბურთი
მინი-ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
ქართული გუნდი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები მინი-ფეხბურთში 24 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემართება, სადაც 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე რთულ – B ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს.
აქედან მექსიკა მოქმედი ჩემპიონი და წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტია.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
26 ოქტომბერი
გვატემალა – საქართველო
28 ოქტომბერი
მექსიკა – საქართველო
30 ოქტომბერი
საქართველო – ირლანდია.
საქართველოს ნაკრების განაცხადში 15 მოთამაშე მოხვდა.
მინი-ფეხბურთის ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი აზერბაიჯანში გაიარა და მონაწილეობა მიიღო ტურნირში, სადაც ითამაშა ოთხი მატჩი, მოიგო ერთი და წააგო სამი შეხვედრა.
ყველა ახალი ამბავი
0